Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: უნდა დავეთანხმოთ ბიზნესს, რომ გაუმჯობესების ლიმიტი არსებობს

569cd5a8a4641
BM.GE
18.01.16 16:07
1156
"ჩვენ შევთანხმდით ბიზნესთან, რომ მათი ყველა ინიციატივა იქნება განხილული და უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით გადაწყვეტილებებით", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
 
"მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დღეს გაჟღერდა, არის საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულება. ჩვენ ბიზნესისგან არაერთხელ გვქონდა მოსმენილი, რომ მნიშვნელოვანია, ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს, სწრაფად დამთავრდეს და გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე. ამას ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ახორციელებდა, თუმცა, გაუმჯობესება ყოველთვის არის საჭირო. ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ბიზნესს, რომ გაუმჯობესების ლიმიტი არსებობს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.