Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დიზაინისა და რეწვის ნიმუშების მონეტიზაცია - “კეტარის” მთავარი გზავნილი ეთნოფესტზე

BM.GE
18.10.22 09:39
86
ექსპო ჯორჯიამ ამჯერად მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის რიგით მე-4 საერთაშორისო სამიტს “ეთნო ფესტი 2022“-ს უმასპინძლა. 14-16 ოქტომბერს მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში წარმოდგენილი იყო მხატვრული რეწვისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე 150-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ და ხელნაკეთი ნივთები თავად ავტორებისგან შეეძინათ. 

ღონისძიებაზე კეტარის ფონდის წარმომადგენლებმა ინდუსტრიის წევრებს პრეზენტაცია საავტორო-სამართლებრივი დაცვის შესახებ წარუდგინეს.