Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სვანეთს ელექტროენერგია ისევ შეფერხებით მიეწოდება- ბიზნესი ზარალს ითვლის

BM.GE
02.05.23 22:35
107
სვანეთში კერძო სექტორი ისევ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაზე საუბრობს. ამჯერად ლატალისა და ბეჩოს თემს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვაა. გიგლა ფარჯიანს, რომელსაც ლატალში ხის საამქრო აქვს, ამბობს, რომ ის კომერციულ აბონენტად რეგისტრირებულია და ელექტროენერგიის გადასახადსაც იხდის, მაგრამ ელექტროენერგიას სტაბილურად მაინც ვერ იღებს, მოხმარების ზრდის ფონზე ავარიული გათიშვების რიცხვმა იმატა, რაც მის ბიზნესს აზარალებს. BMG -სთან განმარტება გააკეთა ენერგო პრო ჯორჯიამაც. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი ამბობს, არსებული ქსელი მაღალ დატვირთვას ვეღარ უძლებს, რის გამოც ხშირად ხდება ავარიული გათიშვები. კომპანიაში პრობლემის მოგვარების გზას საბალანსო მრიცხველების დამონტაჟებაში ხედავენ.