Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

EBRD-ი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში დაეხმარება

570f8b8234456
BM.GE
14.04.16 16:21
1009
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზად არის საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს და დაეხმაროს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევრობანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია, არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.