Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EBRD-მა მსოფლიო ინვესტიციები 2015 წელს 9,4 მილიარდ ევრომდე გაზარდა

5697724d5f91d
BM.GE
14.01.16 14:01
1065
EBRD-მა მსოფლიო ინვესტიციები 2014 წლის 8,9 მილიარდი ევროდან 2015 ში 9,4 მილიარდ ევრომდე გაზარდა. ზრდა 5,6% იანია. EBRD ის ინვესტიციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმის ფონზე, რომ განვითარებადი ბაზრების კაპიტალი დარტყმის ქვეშ იყო და შემცირდა კომერციული ბანკების ინვესტიციები განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში-განმარტავს ბანკი.
 
საერთო ჯამში EBRD -მა 2015 წელს დააფინანსა 381 პროექტი 30 მდე ქვეყანაში, მათ შორის მარკოში, ეგვიპტეში და მონღოლეთში.

“EBRD მა შთამბეჭდავი შედეგები წარმოადგინა, ბიზნესისათვის შექმნილი პრობლემების უგულებელყოფით და ისევ უპასუხა საჭირო ქვეყნების მოთხოვნებს სადაც ჩენ ვმოღვაწეობთ“- განაცხადა სუმა ჩაკრაბატმა.

ბანკმა წმინა შემოსავალი წლის ბოლოს მიღებული შედეგებით 0,8 მილიარდი ევრო მიიღო.

გასულ წელს EBRD ის ყველაზე მოცულობითი რესურსების მიმღები გახდა თურქეთი (1,4 მილიადრი ევროდან 1,9 მილიარდ ევრომდე), ამ რეიტინგით მეორე უკრაინაა, რომელმაც EBRD-სგან 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია მიიღო. ყაზახთში EBRD-ის ინვესტიცია 2015 წელს 576 მილიონი ევროდან 708 მილიონ ევრომდე გაიზარდა, პოლონეთში 593 მილიონი ევროდან 647 მილიონ ევრომდე, სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 1 მილიარდი ევროდან 1,5 მილიარდ ევრომდე.