Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - #მხოლოდქართული - “ბაზალტ ფაიბერსი” განვითარების ისტორია

BM.GE
19.06.23 01:09
209
#Forbesკვირა - #მხოლოდქართული - “ბაზალტ ფაიბერსი” განვითარების ისტორია

1998 წელს გიორგი გოგოლაძეს საწარმოს ტექნოლოგიური მიგნებებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე, რუსთავში ბაზალტის ძაფის საწარმოო პირველი ღუმელი ამოქმედდა. აქედან იწყება კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ განვითარების ისტორიაც. შემდეგ ეს საქმე მისმა შვილმა, პაატა გოგოლაძემ გააგრძელა. ამჟამად კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ბაზალტის ქვისგან მიღებული უწყვეტი ბოჭკოს ბაზაზე აწარმოებს მრავალი სახეობის სხვადასხვა მაღალი ხარისხის პროდუქტს, დაჭრილი ბოჭკო, ქეჩა, გეოგრიდი, არმატურა და ა.შ. ასევე, „ბაზალტ ფაიბერსი“ საბჭოთა სივრციდან პირველი ჯგუფია, რომელმაც თავისი ტექნოლოგია გადაიტანა ევროპაში, კერძოდ გერმანიაში და 2008 წლიდან წარმატებითაც ამუშავებს. „ბაზალტ ფაიბერსის“ არმატურა უკვე გაიგზავნა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - აზიაში, ევროპაში, ამერიკაში. კომპანია განვითარებას აგრძელებს, ყოველწლიურად ახალ ტექნოლოგიებს ამატებს და წარმოებას როგორც რუსთავში, ისე გერმანიაშიც.

➡პაატა გოგოლაძე - “ბაზალტ ფაიბერსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე