Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეკა აკობია "მაესტროს" დაპირისპირებულ მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

56eac2995b475
BM.GE
17.03.16 18:42
1245
ეკა აკობია "მაესტროს" დაპირისპირებულ მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. როგორც აკობიამ ბრიფინგზე განაცხადა, ის არ წარმოადგენს არცერთ მხარეს და განცხადებას, ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.
 
"სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა "მაესტროს" იმიჯი საგრძნობლად, დააზიანა. დღეს მგონი დადგა დრო მხარეებმა რომლებიც მონაწილეობენ დავაში, დასვან წერტილი. დროა მედია მფლობელებმა გაიხსენონ, რომ ჩვენგან მაყურებელი ელის დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციას.

მე ვთავაზობ ორივე მხარეს დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. დროა ყველანაირი კონფლიქტი გადაიტანონ კაბინეტურ სივრცეში და არ გამოიტანონ ცისფერ ეკრანზე. მე ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, ორივე მხარეს დაველაპარაკო, რომ ისინი დასხდნენ მოსალაპარაკებლად, მისცენ თანამშრომლებს უფლება იმუშაონ ჯანსაღ გარემოში.

ეს არის ბოლო შანსი და გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელიც დღეს ტელეკომპანია ‘მაესტროში“ არსებობს. ძალიან გთხოვთ ორივე მხარეს, დასრულდეს ეს გაუთავებელი ჩხუბი და ბრძოლა", - განაცხადა აკობიამ.