Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგიდან რუსეთისკენ, ელექტროგადამცემი ხაზის აშენებას განიხილავს

5704a434f229b
დავით ჯალაღონია
06.04.16 09:51
1471
ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგიდან რუსეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ალტერნატიული ელექტროგადამცემი ხაზის აშენების მიზანშეწონილობას სწავლობს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
 
მისი განმარტებით, რუსეთთან არსებული ელექტროგადამცემი კავშირები საკმაოდ კარგია, "თუმცა ყაზბეგის მიმართულება თუ განვითარდება, ამ შემთხვევაში მეორე ალტერნატიული დერეფნის ფორმატში, საქართველოს მხრიდან მინიმალური ხარჯები იქნება გასაწევი".

"არის პროექტი, რომლის მიზანშეწონილობა ახლა ფასდება - რამდენად არის ამის განხორციელების წინაპირობები, მათ შორის - ფინანსური და საერთოდ, რამდენად დასაბუთებულია ამ დამატებითი დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა რუსეთთან. ბუნებრივია, რუსეთმაც უნდა გამოყოს ფინანსები და ჩვენი მხრიდანაც უნდა გამოიყოს, თუ ამის მიზანშეწონილობა დადგინდება", - განაცხადა ვალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სომხეთთან და საქართველოსთან ერთად რეგიონის ერთიანი ენერგოქსელის პროექტში ჩაერთვება, რომლის მიზანი ელექტროენერგიით ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობაა.