Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 4%-ით გაიზრდება

56cc51836f1b4
დავით ჯალაღონია
23.02.16 16:32
1200
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, მომავალ ზამთარს ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 4%-ით გაიზრდება.
 
როგორც სამინისტროს 2016 წლის საპროგნოზო ბალანსშია მოცემული, ოკუპირებული აფხაზეთი წელს საერთო ჯამში, 1853.2 მლნკვტსთ ელექტროენერგიას მოიხმარს, 2015 წელს კი ამ მაჩვენებელმა 1797.2 მლნკვტსთ შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში აღნიშნული რეგიონი ელექტრომომარაგების საფრთხის წინაშე დადგა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გადაწყვიტა. ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განმარტა, ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანია და სახელმწიფო ენგურის უსაფრთხო ოპერირების კუთხით მუშაობს, რის შემდეგაც გრძელვადიანი სტრატეგიის განხილვა დაიწყება.

"ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრობლემის დაბალანსების შესაძლებლობა ჩვენს თავზე აგვეღო, მაგრამ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. დიდი ინვესტიციაა განსახორციელებელი ენგურის ჰიდროელექტროსადგურში. საერთაშორისო საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად, ენგურის უსაფრთხო ოპერირების მიმართულებას ვამუშავებთ. ამის შემდეგ განიხილება გრძელვადიან სტრატეგიაში რა კონტრიბუციას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაგრძელდეს, როგორც საქართველოში, აფხაზეთის ჩათლით და რა გამოწვევებია უსაფრთხო ოპერირების თვალსაზრისით", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.