Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უარი პრეზიდენტს - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრებად ბაქრაძის და ჯაფარიძის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა

BM.GE
26.06.23 23:11
42
პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო. კანდიდატებმა კი ისაუბრეს საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით. „ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები.“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.