Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას პოგნოზირებს

572a0f4e35b16
BM.GE
04.05.16 18:54
995
ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდას ლარის კურსის ცვლილებას არ უკავშირებს. როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წლის განმავლობაში ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა ის მიზნობრივთან ახლოს იქნება.
 
"ლარის გაუფასურება ინფლაციის ზრდას მაინცდამაინც არ უკავშირდებოდა. შესაბამისად ინფლაციის ზრდაზე დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციის მოლოდინებს, რა თქმა უნდა კურსი ერთ-ერთი არხია რომელიც ინფლაციის მოლოდინებზე ახდენს გავლენას.

ინფლაცია დაბალი დარჩება წლის განმავლობაში, წლის მეორე ნახევარში მცირე ზრდა უნდა იყოს, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიზნობრივი ინფლაცია 5%-ია, ხოლო აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3,2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი 3%-იან ზრდას ვარაუდობს, რაც სავალუტო ფონდის პროგნოზზე მაღალია.

"IMF გადაწყვეტილებებს იღებს გლობალურად და თუ რა ხდება რეგიონში. რეგიონში გაუარესდა და ჩვენთანაც შეამცირეს, ფართოდ რომ შევხედოთ გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ 3% უფრო ახლოს არის", - განაცხადა მესტვირიშვილმა.