Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა მოლოდინები აქვთ ზღვისპირა სასტუმროებს?

BM.GE
22.05.23 10:21
90
ზაფხულის ტურისტული სეზონი მალე დაიწყება და საქართველოს ქალაქებში თუ რაიონებში ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები აქტიურ დასვენებას დაიწყებენ. საინტერესოა როგორ განვითარდება ჰოსფითალითი სექტორი საქართველოს ზღვისპირა რეგიონში. ჩვენ ბათუმში, შეკვეთილში და ციხისძირში მდებარე დიდი სასტუმროები მოვიკითხეთ. სასტუმროებში წლევანდელი მოლოდინი 2022 წლისაზე უკეთესია, ელოდებიან, როგორც ახალი სამიზნე ბაზრების ათვისებას, ისე შემოსავლების ზრდას. ყველა სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს იმას, რომ ტურისტის ქცევა შეცვლილია და ჯავშნები რამდენიმე თვით ადრე კეთდება, როგორც ეს პანდემიამდე იყო.