Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ესტონეთის ელჩი: საქართველო უკვე არის ევროპის ნაწილი

56accd8c1ccda
BM.GE
30.01.16 18:48
1085
"საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს ესტონეთის ელჩი, საქართველოში პრიტ ტურკი. როგორც ელჩმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საქართველო ევროკავშირში შესასვლელად ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს.
 
"საქართველო უკვე არის ევროპის ნაწილი და ზოგადად ჩემი აზრით ყველა ქვეყანას რომელსაც სურს და აქვს იმის რეალური შანსი რომ ევროპის ნაწილი იყოს, ის უნდა გახდეს კიდეც ევროკავშირის წევრი. საქართველო ამისათვის ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს , თუმცა მანამდე, ვიდრე ევროკავშირში "დაგპატიჟებენ“, მეც მაინც ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა თქვენი ყურადღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა გაამახვილოთ", - განაცხადა ელჩმა.