Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკავშირი ბანკებს რუსული ობლიგაციების განთავსებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

56e7e1f25b675
BM.GE
15.03.16 14:19
1135
ევროპის ბანკებმა ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან რეკომენდაცია მიიღეს, რომ რუსეთის მთავრობის ობლიგაციების განთავსებაზე თავი შეიკავონ, - წერს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Financial Times-ი.
 
სანქციის წესები პირდაპირ არ უკრძალავს ბანკებს რუსეთის ფედერაციის სუვერენული ფასიანი ქაღალდების განთავსებას, თუმცა მიუთითებს, რომ ფასიანი ქაღალდებით, მიღებული შემოსავალი, შესაძლოა „სახიფათო“ მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.

გამოცემის თანახმად, თუ ევროპული ბანკები ამაში მონაწილეობაზე უარს განაცხადებენ, მაშინ მოსკოვი იძულებული იქნება თავისი ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია შეაჩეროს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა ბანკებმა აშშ-ის მთავრობის რეკომენდაციით, ამ გარიგებაზე უარი განაცხადეს.