Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
25.07.23 14:40
36
გასულ კვირაში უოლ-სტრიტის წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის მიერ გაკეთებული შეფასებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკი 20%-მდე შემცირდა, ნაცვლად 25%-იანი ალბათობისა. პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად Goldman-ის ანალიტიკოსებმა უახლესი სტატისტიკური მონაცემები დაასახელეს. როგორც ჩანს, ქვეყანაში ინფლაციის ტემპი ეცემა, თუმცა ეკონომიკური აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე რჩება. გარდა ამისა, უმუშევრობის სტატისტიკაც მოსალოდნელზე უკეთესია; მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი კი ისევ პოზიტიურია. 

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი.