Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკომისია Telefonica О2-ის მიერ Hutchison Holdings-ის 14 მილიარდ დოლარად ყიდვას დაბლოკავს

5714fe74b2c56
BM.GE
18.04.16 19:33
1169
გამოცემა Bloomberg-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია კომპანია Telefonica О2-ის მიერ 14,5 მილიარდ დოლარად Hutchison Holdings-ის ყიდვას დაბლოკავს. ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით უახლოეს კვირაში გაკეთდება.
 
ევროკომისია ეჭვობს, რომ კომპანიის შერწყმა სატელეკომუნიკაციო სფეროში ფასების გაზრდას გამოიწვევს. Hutchison-მა რეგულატორის გადარწმუნება ვერ შეძლო. გასულ კვირას ამ გარიგების წინააღმდეგ გამოვიდა ბრიტანული ანტიმონოპოლიური რეგულატორი და აღნიშნა რომ არსებობს მობილური ბაზრის დაზიანების გრძელვადიანი საფრთხე.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დაიწყო სიღრმისეული შესწავლა Hutchison-ის გარიგებაზე "ვიმპელკომთან". კომისიაში ეჭვობენ, რომ გარიგება ფასების მატებას გამოიწვევს და მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას შეუზღუდავს.