Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკომისია უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ფორმალურ პროცესს აპრილში დაიწყებს

56eb992c6274f
BM.GE
18.03.16 09:56
1154
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ჟან-კლოდ იუნკერს ეყრდნობა, ევროკომისია უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე აპრილში ფორმარულ პროცესს დაიწყებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გადაწყვეტილება მის ამოქმედებამდე ევროკავშირისა და ევროპარლამენტის წვერმა სახელმწიფოებმა უნდა მოიწონონ.

"უკრაინამ ბოლო დღეების და საათების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ეს ნაბიჯები, კომისიას საშუალებას აძლევს, შევთავაზოთ წინადადება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე აპრილში. ლიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენ ვიზიარებთ საერთო ინტერესებს, გავუმარტივოთ ჩვენი ქვეყნების მოქალქეებს ქვეყნებს შორის გადაადგილება", - განაცხადა იუნკერმა. 

"წინა შეხვედრაზე ბრიუსელში, დავპირდი კარგ ახალ ამბებს უკრაინიდან და მე ეს შევასრულე. მხედველობაში მაქვს პროგერესი ანტიკორუფციული რეფორმების მიმართუილებით. ეს მნიშნელოვანი მოვლენაა უკრაინისთვის", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ, იუნკერთან შეხვედრის შეჯამებისას.

16 მარტს პოროშენკომ მოაწერა ხელი კანონს, რომელიც თანამდებობის პირებს ავალდებულებს წარადგინონ ქონებრივი დეკლარაცია. კანონი ნაწილია იმ საკანონმდებლო პაკეტის, რომელიც ევროკავშირისა და უკრაინის დაახლოვების რეჟიმის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობაა.