26.Nov.2015 11:15
Economy

ევროპის ბანკებმა ტრილიონი ევროს დავალიანება დააგროვეს

ევროპის  ბანკებმა ტრილიონი ევროს დავალიანება დააგროვეს
ევროკავშირის საბანკო მარეგულირებელის - ევროპული ბანკების ორგანიზაციის (EBA) 105 უმსხვილეს ბანკში ჩატარებულმა კვლევამ და დეტალურმა შესწავლამ წარუმატებელი, არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა. რუსული მედიის ცნობით, ევროპას კრიზისთან ბრძოლაში ხელს, სწორედ ბანკების დავალიანებები უშლის. ევროკავშირის 21 წევრი ქვეყნის, ასზე მეტი ბანკის ანალიზის შედეგედან ევროკავშირის საბანკო მარეგულირებელმა განაცხადა, რომ მათი დავალიანება 3 ტრილიონ ევროს აღწევს. ევროკავშირის ბანკების ბალანსზე არსებული ვადაგადაცილებული დავალიანებები ტრილიონ ევროს უტოლდება და  ბანკირების მიერ გაცემული ყველა კრედიტის თითქმის 6 პროცენტს შეადგენს. თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებისთვის გაცემულ კრედიტებს გამოვრიცხავთ დაგროვილი დავალიანების წილი 10 პროცენტამდე იზრდება. ეს მაჩვენებელი აშშ-ში 3 პროცენტამდეც ვერ აღწევს.
 
დავალიანების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია კვიპროსშია. დიდი ბრიტანეთის ბანკების დავალიანება ამერიკაში არსებულს უტოლდება და 2,8 პროცენტს შეადგენს. ევროპული ბანკების ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის ბანკებში მომგებიანობის ნაწილი უმჯობესდება, თუმცა ჯერჯერობით მაინც ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე რჩება. არასაკმარისად, მაგრამ მცირედით დაკრედიტების მოცულობებიც იზრდება.
 
2015 წლის პირველ ნახევარში გაცემული სესხების რაოდენობა 3,9  პროცენტით გაიზარდა, ანუ 74 მილიონი ევრო შეადგინა. ამასთან ერთად, ნელ-ნელა აქტივების ხარისხიც უმჯობესდება.
 
2014 წლისგან განსხვავებით, წელს ევროპული ბანკების ორგანიზაციამ ე.წ. სტრეს-ტესტები ბანკებში არ ჩაატარა. გასულ წელს ეს ტესტები 24-მა ევროპის ბანკმა ვერ გაიარა.
 



18.Apr.2019 22:43
98

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
100

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
68

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
132

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
290

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More
16.Apr.2019 23:14
81

EU helps Georgian ports manage container vessels

More