Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროპის კოსმოსური სააგენტო მთვარეზე სოფლის გაშენების დაწყებას გეგმავს (ვიდეო)

56f4e82c0c3d7
BM.GE
25.03.16 11:21
1521
ევროპის კოსმოსურ სააგენტოს (ESA) მთვარეზე სოფლის გაშენება სურს. სააგენტოს ხელმძვანელის განცხადებით, სოფელი მეცნიერებას, ბიზნესს, ტურიზმსა და სხვა სფეროებს მოემსახურება. CNN-ის ინფორმაციით, ჯოან ვოერნერის ინტერვიუ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნა, კოსმოსის შესწავლის შემდგომი ლოგიკური განვითარება იქნება". მისივე თქმით, სპეციალური სოფელი სამომსავლოდ საერთაშორისო კოსმიურ სადგურს (ISS) ჩაანაცვლებს.
 
ასევე, როგორც ევროპის კოსმიური სადგური აღნიშნავს, მთვარეზე სოფლის შექმნისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარებას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება. სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სოფლის ასაშენებლად მთვარის რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი, იმის მაგივრად რომ ბუნებრივი რესურსების დედამიწიდან გადატანა მოხდეს. შენობების სტრუქტურის გაკეთება, მისი თქმით 3D პრინტერის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

"დასაწყისისთვის განსაკუთრებული და მასშტაბური აღმოჩენები არ გვჭირდება. შეგვიძლია დავიწყოთ მცირე სადესანტო მისიით, რასაც უკვე ბევრი ქვეყანა გეგმავს", - განაცხადა მან.

ადამიანის მთვარეზე მუდმივად ყოფნა შესაძლოა სარისკო იყოს, კოსმიური რადიაციისა და ექსტრემალური ტემპერატურის გამო, თუმცა ვოერნერი აღნიშნავს, რომ რისკის შემცირება მთვარეზე სწორი ლოკაციის შედეგად შესაძლებელი იქნება.