სოციალური ქსელი Facebook ამუშავებს აპლიკაციას ფოტოების და ვიდეო ფაილების გაცვლისთვის, ასევე პირდაპირი ტრანსლაციის ამუშავებისთვის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც წყარო აღნიშნავს, ახალი ფნქციები ძალიან ჰგავს პოპულარულ სერვის Snapchat-ს, ამავე დროს ამ დროისათვის არ არის გარანტია, რომ პროექტი კონკრეტული შედეგით დასრულდება.
2014 წელს Facebook-მა უკვე გამოუშვა Slingshot-ი, რომელიც ფოტო და ვიდეო გაცვლის საშუალებას 24 საათის ვადაში განადგურების პირობით იძლეოდა, თუმცა პროექტმა მაშინ ვერ გაამართლა. სოციალური ქსელის პრეს-სამსახურში WSJ-ს წყაროს ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვეს.