Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Facebook-ის აქციონერები ცუკერბერგის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ

5728dc82175a4
BM.GE
03.05.16 21:11
1115
Reuters-ის ინფორმაციით სოციალურ ქსელის Facebook უცნობმა აქციონერებმა სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რომლითაც ითხოვენ, კომპანიამ არ გამოსცეს ე.წ. C კატეგორიის ფასიანი ქაღალდები. აქციონერების აზრით, ეს გენერალური დირექტორის მარკ ცუკერბერგის პოზიციებს გაამყარებს და გაზრდის მის გავლენებს კომპანიის მართვისას.
 
Facebook გეგმავს გამოსცეს C კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლითაც კვოტირება მოხდება, თუმცა ხმის უფლება მის მფლობელებს არ ექნებათ.

Facebook-ი ერთი A და B კლასის აქციაზე ორი C კლასის აქციების გაცემას გეგმავს. გეგმა ითვალისწინებს სიახლეს იმ მხრივაც, რომ ვაჭრობა ბირჟაზე ახალი აქციებით ახალი სიმბოლოს ქვეშ მოხდება.

სარჩელის წარმომადგენელთა განცხადებით, ცუკერბერგს "სურს, კომპანიის მართვისას ძალაუფლება შეინარჩუნოს". ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ დირქტორთა საბჭოს კომიტეტი, რომელმაც აქციების გამშვების გეგმა დაამტკიცა, არასაკმარისად იცავდა პოზიციებს ცენტრალურ კომპანაიასთან.