Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Facebook-ის ახალი ფუნქციით, უსინათლო ადამიანები სოციალურ ქსელში ფოტოების "დანახვას" შეძლებენ

5703d5df51de1
BM.GE
05.04.16 19:09
1339
Facebook-მა უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის, ფოტოების ავტომატურად აღწერის ახალი ფუნქცია წარადგინა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში ახალი ინსტრუმენტია, უსინათლოებისთვის სურათის ხმოვანი აღწერა იქნება შესაძლებელი. ტექნოლოგიაზე კომპანიის ერთ-ერთმა მხედველობა დაქვეითებულმა ინჟინერმა იმუშავა.
 
ავტომატური ალტერნატიული ტექსტის (alt tex) ფუნქციაზე კომპანიის გუნდი 5 წელი მუშაობდა და ის iOS მომხმარებლებისთვის დღეიდან ხელმისაწვდომია. უახლოეს პერიოდში კი იგი ხელმისაწვდომი იქნება Android-ისა და ვებ-ვერსიისათვისაც.

სურათი რაც მეტად გაივლის პროგრამულ უზრუნველყოფას, მით უფრო დიდი სიზუსტით მოხდება მისი აღწერა. მიუხედავად იმია, რომ ტექნოლოგია საწყის სტადიაშია, ის უკვე განსაზღრავს ნივთების კატეგორიებს: ტრანსპორტი (მანქანა, ნავი, თვითმფრინავი), ბუნება (თოვლი, ოკეანე, დასავლეთი), სპორტი (კალათბურთის დარბაზი) და საკვები (სუში). ტექნოლოგიას შეუძლია ასევე ადამიანებიც აღწეროს (ბავშვი, ღიმილი, წვერი).

"ჩვენ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაგვეჭრა. უსინათლო ადამიანები, რომლებიც ფოტოებს ვერ ხედავენ, საზოგადოების ნაწილი გახდებიან და ამ პლატფორმის სარგებლობით იმავე სიამოვნებას მიიღებენ, რასაც მხედველი ადამიანები განიცდიან", - აღნიშნა Facebook-ის ინჟინერმა მეთიუ კონგმა.