Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფადი ასლი: გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა წლის ყველაზე პოზიტიური დასასრულია

5683c1d025049
BM.GE
30.12.15 15:35
1084
"გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა წლის ყველაზე პოზიტიური დასასრულია", - აღნიშნულის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფადი ასლი წერს.
 
"გიორგი კვირიკაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა არის მიმდინარე წლის ყველაზე პოზიტიური დასასრული, იქედან გამომდინარე, რომ ეს გადაწყვეტილება არის ყველაზე დადებითი, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მსმენია.

სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო სავაჭრო პალატას ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილთან საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა აკავშირებს. ბ-ნ კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში, ყოველთვის გამოირჩეობდა თავისი დამოკიდებულებით ბიზნეს სექტორის მიმართ. კერძოდ, ბ-ნ კვირიკაშვილი ყოველთვის ყურადღებთ ისმენდა ჩვენს მიერ წამოჭრილ თითოეულ პრობლემასა თუ საკითხს, რაც ბიზნეს სექტორს უქმნიდა დაბრკოლებას. იგი დაუყოვნებლივ იღებდა შესაბამის ზომებსა და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს პრობლემის აღმოსაფხვრელად, მიუხედავად იმისა, რამდენად სენტისიტიური იყო წამოჭრილი საკითხი და ვის გაღიზიანებას გამოიწვევდა აღნიშნული პრობლემების მოგვარება“, - წერს ფადი ასლი.