30.Dec.2015 15:41
Business

ფადი ასლი: ზოგიერთი მოსამართლე კანონის გვერდის ავლით, იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს

ფადი ასლი: ზოგიერთი მოსამართლე  კანონის გვერდის ავლით, იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს
"გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა წლის ყველაზე პოზიტიური დასასრულია", - აღნიშნულის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ფადი ასლი წერს.
 
"გიორგი კვირიკაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა არის მიმდინარე წლის ყველაზე პოზიტიური დასასრული, იქედან გამომდინარე, რომ ეს გადაწყვეტილება არის ყველაზე დადებითი, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მსმენია.

სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო სავაჭრო პალატას ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილთან საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა აკავშირებს. ბ-ნ კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში, ყოველთვის გამოირჩეობდა თავისი დამოკიდებულებით ბიზნეს სექტორის მიმართ. კერძოდ, ბ-ნ კვირიკაშვილი ყოველთვის ყურადღებთ ისმენდა ჩვენს მიერ წამოჭრილ თითოეულ პრობლემასა თუ საკითხს, რაც ბიზნეს სექტორს უქმნიდა დაბრკოლებას. იგი დაუყოვნებლივ იღებდა შესაბამის ზომებსა და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს პრობლემის აღმოსაფხვრელად, მიუხედავად იმისა, რამდენად სენტისიტიური იყო წამოჭრილი საკითხი და ვის გაღიზიანებას გამოიწვევდა აღნიშნული პრობლემების მოგვარება.

ამჟამად, საქართველოში ბიზნესგარემო ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას:

1. საფინანსო ინსტიტუტების მიერ გადასახადის გადამხდელების შევიწროება, ანგარიშების გაყინვა/დაყადაღება და უკანონო ჯარიმების დაწესება;

2. არასამართლიანი სასამართლო სისტემა, სადაც ზოგიერთი მოსამართლე მთავრობის წარმომადგენლების მითითებით, კანონის გვერდის ავლით, იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს.

ზემოთ აღნიშნული საკითხები დაუყონებლივ უნდა მოგვარდეს. მე ასევე იმედს გამოვხატავ, რომ პრემიერ-მინისტრის ძალისხმევა, საქართველოს ეკონომიკა დააბრუნოს განვითარების გზაზე, არ იქნება შეფერხებული, ისეთი მავნებლური კანონპროექტების მიერ, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მრავალჯერ მიიღო გასული სამი წლის მანძილზე.

ის საკითხები უნდა მოგვარდეს დაუყოვნებლივ.

მე ასევე ვაცნობიერებ საზოგადოებაში გავრცელებულ სკეპტიკურ მოსაზრებას, ბ-ნ კვირიკაშვილის მიმართ, რაც გულისხმობს, რომ ბ-ნ კვირიკაშვილი მოექცევა ყოფილი პრემიერ მინისტრის ბ-ნ ივანიშვილის გავლენის ქვეშ და ვერ შეძლებს დამოუკიდებლად საკუტარი პოლიტიკის განხორციელებას. ვფიქრობ, ბ-ნ კვირიკაშვილს უნდა გამოვუცხადოთ სრული ნდობა, რომ მან შეძლოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და საკუთარი პოზიციების გატარება.
2012 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად მაქვს ასეთი ოპტიმისტური განწყობა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშნული გაწყვეტილება არის 2016 წლის პოზიტიური დასაწყისი.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებულ 2016 წელს. იმედი მაქვს, დამდეგი ახალი წელი იქნება საქართველოსთვის კეთილდღეობისა და ეროვნული ერთიანობის მომტანი", - ნათქვამია ფადი ასლის განცხადებაში. 



08.Apr.2019 17:15
115

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
274

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
492

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
440

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
197

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
276

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More