Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი მარტში გაიზარდა, შაქრის ფასმა მოიმატა

5707abed38f99
BM.GE
08.04.16 17:01
1259
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოში 2 521 მილიონი ტონა მარცვლეულის წარმოება ივარაუდება, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით და მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მარცვლეულის წარმოების ისტორიაში.
 
FAO-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი მოსავლიანობა და შედარებით დაბალი მოთხოვნა ბაზარზე, წლის განმავლობაში მარცვლეულის სტაბილურ რაოდენობას უზრუნველყოფს.

სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე.

ინდექსი მარტში 1.0 პროცენტით გაიზარდა თებერვალთან შედარებით, რაც დიდწილად შაქრისა და ზეთის ფასების მატებამ გასაზღვრა.

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი მარტში 151 ქულით განისაზღვრა, ეს რეკორდული მაჩვენებელია 2016 წლისათვის, თუმცა 12 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე - ხორბალზე ფასის ინდექსი მარტში მცირედ დაეცა, რაც ლოგიკური გაგრძელება იყო გასული 4 თვის მანძილზე ხორბლის ფასის კლების და 2016 წლისთვის მარცვლეულზე გაკეთებული ოპტიმისტური პროგნოზისა.

FAO-ს ინდექსი შაქარზე 17.1 პროცენტით გაიზარდა და 2014 წლის ნოემბრის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიზეზი წელს მოსავლის დეფიციტის მოლოდინია, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, ბრაზილიაში დიდი რაოდენობის შაქრის გამოყენება ეთანოლის წარმოებისთვის.

გასულ თვეში FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმაც 6.3 პროცენტით მოიმატა. ეს გამოწვეული იყო მალაიზიასა და ინდონეზიაში გვალვის გახანგრძლივებით, რადგან ეს ორი ქვეყანა პალმის ზეთის ძირითადი მწარმოებლები არიან. სოიოს ზეთის ფასი სტაბილური დარჩა, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთზე კი ფასი შემცირდა.

ფასის ინდექსის 8.2 პროცენტით კლება დაფიქსირდა რძის პროდუქტებზე და 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. FAO-ს ფასის ინდექსი ხორცზე უცვლელი დარჩა.