Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფეისბუქმა სტარტაპი Masquerade MSQRD-ი იყიდა

56e15045cec5d
BM.GE
10.03.16 14:43
1440
ფეისბუქმა ბელარუსული სტარტაპი Masquerade MSQRD იყიდა, რომელიც სმარტფონში არსებულ ვიდეოზე სასაცილო ნიღაბი-ფილტრების დადების საშუალებას იძლევა. სტარტაპის მომხმარებელი 3 თვეში 15 მილიონამდე ადამიანი გახდა. გარიგების ღირებულების დასახელებისგან ამ ეტაპზე Facebook-მა თავი შეიკავა.
 
ამ ეტაპზე, ბელარუსის კომპანიის აპლიკაცია ცალკე სერვისად გააგრძელებს არსებობას.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, MSQRD-ის დამფუძნებლები, ევგენი ნევგენი, სერგეი გონჩარი და ევგენი ზატეპიაკინი, ფეისბუქის ლონდონის ოფისში გადავლენ სამუშაოდ. აპლიკაცია MSQRD-ი, 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა.