Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სეზონი გუდაურში - რა გამოწვევებია კურორტზე?

BM.GE
01.02.23 10:33
137
ზამთრის ტურისტულ სეზონს უთოვლობა პრობლემებს უქმნის. კურორტებზე დამოკიდებული ბიზნესები სეზონს ჩავარდნილად აფასებენ - მიზეზად გაუქმებული ჯავშნები სახელდება, რაც თავის მხრივ შეუფერებელმა ამინდმა განაპირობა. ზამთარში თოვლის ნაკლებობა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემური.

უნალექობა ევროპის კურორტებისთვისაც გამოწვევად იქცა ბოლო წლებია. თუმცა საქართველოს საკურორტო ზონებთან დაკავშირებით დამსვენებლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით პრეტენზიებიც ურჩებათ.

სტუმარი: მირანდა ესაკია - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი