Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Financial Times: ყაზახეთის 64,2 მილიარდ დოლარიანი ნაციონალური ფონდი 2026 წელს ამოიწურება

569346cc9fb08
BM.GE
11.01.16 10:07
1100
Financial Times _ის ინფორმაციით, თუკი ნავთობის ფასი ვარდნის ტემპს შეინარჩუნებს ყაზახეთის 64,2 მილიარდ დოლარიანი ნაციონალური ფონდი 2026 წლისთვს სრულად ამოწურული იქნება. ყაზახეთის ფონდის მმართველობაში არსებული აქტივები, რომლებიც "შავი ოქროს" ფასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული 18 თვეში 16%-ით შემცირდა. ამ დროის განმავლობაში ფასი ბარელ ნავთობზე 115$-ით შემცირდა და 33$ გახდა. Financial Times-ის ინფორმაციით, დოკუმენტების მიხედვით, ფონდი ამოიწურება 10 წელში, თუკი სავთობის ფასი ისეთ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება როგორც ახლაა და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხელისუფლება საკუთარი სახსრების ხარჯვას გააგრძელებს. „ნაცონალური ფონდის აქტივების შემცირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აუცილებელია რომ ხელისუფლებამ საკითხის დარეგულირებისათვის მიიღოს ზომები, რათა ფონდის მომავალი ხარჯვა შეჩერდეს", - განაცხადა ყაზახეთის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელმა ბარიკა ოტემურატმა. Financial Times-ის ინფორმაციით, ყაზახეთის ნაციონალური ბანკი უარს ამბობს ციტატაზე კომენტარის გაკეთებისგან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ადრე ყაზახეთის ხელისუფლებამ განაცხადა რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში რეზერვებიდან 28,8 მილიარდი დოლარის გამოტანა იგეგმება. Financial Times_ის ინფორმაციითვე, ყაზახური ჰოლდინგი "სამრუკ-კაზინი", რომლის აქტივებსაც სახელმწიფო ფლობს, "ყაზმუნაიგაზის“" და სატელეკომუნიკაციო „ყაზახტლეკომის“ გაყიდვას გეგმავს. "ეროვნული ფონდი "შავი დღისთვის" იყო შექმნილი. კეთილდღეობის დროს მისი აქტივები იზრდება, გაჭირვებისას კი იხარჯება“_ ციტირებს FT-ი წყაროს კომენტარს. ყაზახეთის ეროვნული ფონდი 2000 წელს შეიქმნა.