Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აჭარის დატვირთულობა ზაფხულის სეზონისთვის, მოლოდინები

BM.GE
29.05.23 11:15
89
ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი შეასრულებს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი ბიბერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა, რომელმაც SCAT-ის წარმომადგენელს აჭარაში „ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო“.ასტანა-ბათუმის ავიარეისზე ბილეთის ფასი ივნისში 800-მდე ლარია. როგორია აქტიურობა საზღვაო კურორტებზე და რომელი ქვეყნებიდან?

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი, რესტორანი "აკროპოლეს" დამფუძნებელი;