Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე განმარტებას აკეთებს

56efbba4c973a
BM.GE
21.03.16 13:13
941
ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის დასკვნას პასუხობს. მინისტრის მოადგილე, დავით ლეჟავა აცხადებს, რომ წინასწარი კვლევის ჩატარებას, მოახერხებს თუ არა კონკრეტული კომპანია სესხის მომსახურებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ლეჟავა განმარტავს, რომ კონკრეტულ სეგმენტებზე სახელმწიფო კომპანიები, რომლებზეც გადასესხება უნდა მოხდეს, წინასწარ არის განსაზღვრული.
 
"ეფექტიანობის აუდიტი რის საკმაოდ რთული აუდიტი და მინდა მივულოცო აუდიტის სამსახურს, რომ დღეს შეუძლიათ ასეთი აუდიტის ჩატარება.

ეს სესხები ძირითადად გაცემულია ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში. 95 პროცენტი გადასესხებული თანხის არის სწორედ ამ ორ სექტორში. პროექტების შერჩევა ხდება მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იმ ქალაქების შერჩევა თუ სად არის გასატარებელი ღონისძიებები, და სად არის გადამცემი ხაზები გასაკეთებელი. ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, დონორებთან შეთანხმებით, თუ რომელი პროექტები არის ჩვენთვის პრიორიტეტული. მას შემდეგ, რაც პროექტები არის შერჩეული, მთავრობის მიერ ფაქტიურად დიდი არჩევანი არ არსებობს რადგან ყოველ სექტორში, თითოელ სეგმენტზე, რომელი სახელმწიფო კომპანია მუშაობს წინასწარ არის განსაზღვრული.

შესაბამისად წინასწარი გამოკვლევის ჩატარებას რამდენად შეძლებს კომპანია მოემსახუროს სესხს, დიდი აზრი არც აქვს, რადგან ყველა შემთხვევაში ამ კონკრეტულ კომპანიებზე უნდა მოხდეს გადასესხება, თუმცა ამ მხრივ მძიმე მდგომარეობა არ არის", - განმარტავს ლეჟავა. მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც კომპანიებს ვალის მოსახურება გასჭირვებიათ, თუმცა, მისივე თქმით აღნიშნული გამონაკლისებს წარმოადგენს და სისტემატურ ხასიათს არ ატარებს. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, კომპანიაბეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა ეწერებათ.

"თუ აღმოჩნდა, რომ ვერ ახერხებს კომპანია სესხის მომსახურებას წინასწარ ხდება კომუნიკაცია ჩვენთან და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ახალი გრაფიკი შევუდგინოთ კომპანიას.

სესხები გაცემულია იმ სექტორებში რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მოსახლეობისთვის, ასეთი სერვისების არსებობა", - განაცხადა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული გადასესხების პოლიტიკა, სადაც მსესხებელთა შერჩევის ზოგად კრიტერიუმებთან ერთად მოცემული იქნებოდა, აგრეთვე, გადასესხების პროცესში ჩართული უწყებების ფუნქცია-მოვალეობები. გარდა ამისა, არ არის შემუშავებული რისკების შეფასების მეთოდოლოგია და არ ხორციელდება საკრედიტო რისკების შეფასება. ამასთანავე, ფინანსური სირთულეების მქონე მსესხებელთათვის მიმდინარე გადასახდელების გადავადებისა თუ ახალი ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ხორციელდება შესაბამისი, დოკუმენტირებული, ფინანსური ანალიზის შედეგად.