Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5704da94a5949
BM.GE
06.04.16 13:44
922
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.450 პროცენტით, მაქსიმალური 12.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.817 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 13.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.