Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფინეთის ელჩი: ევროკავშირი ნამდვილად არ გამოთქვამს სურვილს მიიღოს ახალი წევრი ქვეყნები

5669462063f07
BM.GE
10.12.15 13:29
1057
ფინეთის ელჩი ახლო მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების , და მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს სკეპტიკურად უყურებს. როგორც ელჩმა “ბიზნესკონტაქტთან“ საუბარში განმარტა, ევროპული გაერთიანება ამ ეტაპზე არ არის მზად მიიღოს ახალი წევრი ქვეყნები. ქრისტერ მიხელსონი საქართველოს ხელისუფლებას რეფორმირების პროცესის დაჩქარებისა და გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ერთერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის უნდა გაითვალისწინოს და განახორციელოს არის გარდამტეხი რეფორმები ეკონომიკაში, რათა ის გახდეს კონკურენტუნარიანი ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით.
 
"გარკვეული დროის განმავლობაში, ევროკავშირი ნამდვილად არ გამოთქვამს სურვილს მიიღოს ახალი წევრი ქვეყნები. მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდება და ასოცირების პროცედურები 6 პარტნიორი ქვეყნიდან სამმა ხელი უკვე გაიარა , მაინც ევროკავშირი ამ ეტაპზე და ვფიქრობ არც უახლოეს მომავალში არ არის მზად ახალი ქვეყნების გასაწევრიანებლად. თუმცა ეს რასაკვირველია არ ნიშნავს იმას რომ საქართველომ რეფორმირების პროცესი უნდა შეაჩეროს, პირიქით - საჭიროა ევროსტანდარტებზე მორგებული რეფორმების გატარება და პრაქტიკაში დანერგვა", - განაცხადა ელჩმა.