Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Fitch-მა მსოფლიო ეკონომიკის 2016 წლის პროგნოზი შეამცირა

56de72aedab2e
BM.GE
08.03.16 10:34
1129
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა მსოფლიო ეკონომიკის 2016 წლის პროგნოზი შეამცირა, თუმცა რეცესიას მაინც არ ელის. Fitch-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, განვითარებული ეკონომიკები მიმდინარე წელს 1,7 პროცენტიან ზრდაზე შეჩერდებიან ნაცვლად 2,1 პროცენტისა, როგორც ეს დეკემბერში იყო ნავარაუდევი.

Fitch-ი ვარაუდობს, რომ შემცირებული ინვესტიციები ჩინეთში და მკვეთრად შემცირებული ხარჯები ქვეყნების მხრიდან, რომლებიც პროდუქციას აწარმობენ, კვლავ ახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე. ზრდა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, 2016 წელს 4% იქნება, ნაცვლად გასული წლის ბოლო თვეში ნავარაუდევი 4,4%-ისა.