Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - 14 წლის კაირან კვაზი SCU ბაკალავრი & SpaceX-ის პროგრამისტი გახდა - გიორგი ისაკაძის ეპილოგი

BM.GE
12.06.23 01:48
98
#Forbesკვირა - 14 წლის კაირან კვაზი SCU ბაკალავრი & SpaceX-ის პროგრამისტი გახდა - გიორგი ისაკაძის ეპილოგი

ილონ მასკის კომპანია SpaceX- მა გააფორმა კონტრაქტი და თანამშრომლად აიყვანა 14 წლის ამერიკელი ვუნდერკინდი, კაირენ კვაზი, რომელმაც უკვე წარმატებით დაასრულა "სანტა კლარის" უნივერსიტეტი. კაირენი, ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებულია უნივერსიტეტისა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში, 1851 წელს დაარსდა და ცნობილია, საინჟინრო სკოლის უმაღლესი დონით. უნივერსიტეტი წერს, რომ სწავლისას, კაირენ კვაზი ახერხებდა სტუდენტურ თვითმმართველობაშიც ყოფილიყო ჩართული, და ასევე, ესწავლა სხვა სტუდენტებისთვისაც, რამაც ის, ყველაზე მოთხოვნად რეპეტიტორად აქცია. მოზარდი, უკვე უერთდება SpaceX - ის მკვლევართა და ინჟინრების ჯგუფს, რომლებიც ამზადებენ სტარლინკის თანამგზავრებისთვის სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფებს.