Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო "რადისონ ბლუ ტელეგრაფის" გახსნა მომავალ წელს იგეგმება

56f793fc6e283
BM.GE
27.03.16 12:00
1296
ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო "რადისონ ბლუ ტელეგრაფის" გახსნა მომავალ წელს იგეგმება.
 
მოწყობითი სამუშაობი დაახლოებით 2016 წლის ზაფხულში დაიწყება, დასრულება კი სავარაუდოდ 12 თვის შემდეგ მოხდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა - 35 მილიონი დოლარია.  პროექტს ახორციელებს "სილქ როუდ ჯგუფი". როგორც "ბიზნესკონტაქტს“ კომპანიაში განუცხადეს, ისევე როგორც „რადისონ ბლუ ივერია“, "რადისონ ბლუ ტელეგრაფიც“ კომპანია Carlson Rezidor Group მმართველობის ქვეშ იქნება.

დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტურქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიანი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. „სასტუმროს მთავარი შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან ექნება. სასტუმროს პირველ სართულზე ჯაზ კლუბი განთავსება,რომელსაც ქუჩიდან პირდაპირი შესასვლელი ექნება", - განმარტავენ კომპანიაში.