Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფრენსის ფუკუიმა: "გაზპრომი" უფრო პოლიტიკური ტიპის კომპანიაა

56a88be0ab4cf
BM.GE
27.01.16 13:18
1073
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი, "დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზანაესობი ცენტრის" დირექტორი, ფრენსის ფუკუიამას მოსაზრებით, გაზის გლობალურ ბაზარზე დიდი ძვრებია და გაზით ვაჭრობა დღეს გაცილებით ადვილია, ვიდრე ადრე, რადგან მსოფლიოში გაზის მიწოდების გაცილებით მეტი წყარო არსებობს. "მიმაჩნია, რომ რუსულ გაზს საქართველოსთვისაც აქვს ალტერნატივა", - ამბობს ფუკუიამა "ბიზნესკონტაქტთან".
 
"ვფიქრობ, ყველა სახელმწიფო კომპანია, რომელიც საზღვრებს გარეთ საქმიანობს, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ატარებს. ამდენად, "გაზპრომიც" უფრო პოლიტიკური ტიპის კომპანიაა, თუმცა კომპანიის ფორმას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის ვექტორი, თუ რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს ქვეყანას. მაგალითად, იგივე აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა რუსულისგან განსხვავებულია.

ვფიქრობ, ირანი საქართველოსთვის ნაკლებ პრობლემური პარტნიორია, ვიდრე რუსეთი. რადგან ირანელებს რაიმე განსაკუთრებული დღის წესრიგი საქართველოს მიმართ არ გააჩნიათ. "გაზპრომისგან" გაზის მიღება დივერსიფიკაციის ფორმატში შეიძლაბა ჩავთვალოთ, თუმცა ეს ისეთი დივერსიფიკაციაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ დაგეხმარებათ", - განაცხადა ფრენსის ფუკუიამამ.