Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვყიდით ღვინოს რუსეთში?

BM.GE
13.04.23 10:58
148
2023 წლის იანვარ თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში 467.07 მლნ აშშ დოლარით კვლავ რუსეთია, რომელსაც 387.02 მლნ აშშ დოლარით თურქეთი, 246.35 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი, 242.15 მლნ-ით აზერბაიჯანი და 203.18 მლნ-ით სომხეთი მოჰყვება. 

TOP 10 ექსპორტიორი კომპანია, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი გაყიდა შემდეგნაირად გამოიყურება:
1) აიდიეს ბორჯომი საქართველო;
2)სს ბადაგონი;
3)სს ლომისი;
4) შპს Bolero & Company;
5) შპს GVMT Group;
6) შპს ასკანელი ძმები;
7) შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
8) შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
9) შპს რუსელოის;
10) შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი

საქსტატის მონაცემიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციაში TOP 10 ექსპორტიორ კომპანიებს შორის ძირითადად ღვინის მწარმოებლები არიან. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, 1 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ ზრდა თითქმის 9% (60.4%)იყო.

სტუმარი: გიორგი სალაყაია - "ბადაგონი" დამფუძნებელი.