Home
Category
TV Live Menu
Loading data...

G7-ის ქვეყნები ნავთობისა და გაზის სფეროს უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმდნენ

5728490ac1420
BM.GE
03.05.16 10:44
1169
G7 წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები იაპონიაში კიტაკიუსიუს მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ გაზარდონ ენერგოუსაფრთხოება და აქტიურად განახორციელონ ამ სექტორში დაბალი ფასებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
 
The Japan Times-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მონაწილეები გამოთქვამდნენ შიშს, რომ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის კლებამ შესაძლოა მიწოდების დარღვევა გამოიწვიოს, რაც გაზის მრეწველობას დააზიანებს, რადგან მოსალოდნელია, რომ განვითარებად ქვეყნებში მოთხოვნა მზარდი იქნება.

ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაშ მიმდინარეობდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, ევროკავშირისა და განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციებმაც.