Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გამოკითხულთა 40%-ი, ლარის კურსის ცვლილების გამო, საჭირო საგნებს ნაკლებად ყიდულობს

570b51ec3b9a1
BM.GE
11.04.16 11:26
1301
გამოკითხული მოსახლეობის 66 პროცენტი საქართველოს ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს, აქედან 26 პროცენტი ძალიან ცუდად. NDI-ს კვლევის მიხედვით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს, ხოლო 29 პროცენტი საშუალოდ.
 
კითხვაზე, თქვენს ოჯახს, რომ მოულოდნელად დასჭირდეს 300 ლარის შოვნა, რომელიც არ აქვს, შეძლებთ თუ არა უპროცენტოდ ფულის სესხებას, გამოკითხულთა 65%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

რაც შეეხება ლარის კურსს, გამოკითხულთა 4 პროცენტი ამბობს, რომ ლარის კურსის ცვლილებას მათზე გავლენა არ ჰქონია, ხოლო გამოკითხულთა 40 პროცენტი ამბობს, რომ ზოგადად უფრო ნაკლებად ყიდულობს იმ საგნებს, რაც სჭირდება, 56 პროცენტი კი ამბობს, რომ ამ საგნებზე უფრო მეტს ხარჯავს.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.