Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გარდაბანში მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურის ასაშენებლად, მზის პოტენციალის შესწავლა იწყება

5707727396a35
BM.GE
08.04.16 12:55
1038
გარდაბნში მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურის ასაშენებლად, მზის პოტენციალის შესწავლა იწყება. კერძოდ მემორანდუმი გაფორმდა, Headwall Power International-თან, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას - შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
 
მემორანდუმის თანახმად კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

"მზის ენერგიის კომპანია" "Headwall Power International"-ის წარმომადგენელია საქართველოში. Headwall Power International კი ამერიკული კომპანიაა. 

შეგახსენებთ, რომ "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის სამინისტროს ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსმა დავით შარიქაძემ განუცხადა, რომ გარდაბანში მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური 50 მეგავატი სიმძლავრის იქნება.

მისი საშუალო წლიური გამომუშავება 120 მილიონი კილოვატი საათის ფარგლებში იქნება. პროექტი 120 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ითვალისწინებს და გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად საქართველოს ელექტროსისტემას მოხმარდება.

გარდაბანში, შესაძლოა მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური აშენდეს