Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გარდაბანში, შესაძლოა მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგური აშენდეს

56ea883b9afd5
დავით ჯალაღონია
17.03.16 14:33
1126
გარდაბნის რაიონში 50 მეგავატი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის სამინისტროს ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსმა დავით შარიქაძემ განუცხადა, სამინისტრომ ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტი დადებითად შეაფასა და ახლა მხარეებს შორის მემორანდუმის გასაფორმებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ეს არის 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგური. მისი საშუალო წლიური გამომუშავება 120 მილიონი კილოვატი საათის ფარგლებში იქნება. პროექტი 120 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ითვალისწინებს", - განაცხადა შარიქაძემ.

მისივე თქმით, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად საქართველოს ელექტროსისტემას მოხმარდება.

ინვესტორი კომპანიაა Headwall power international.