20.Jan.2016 13:00
Economy

გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა დსთ-ს გაუსწრო

გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა დსთ-ს გაუსწრო
გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა დსთ-ს წილს გაუსწრო. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 32 პროცენტია, დსთ-ს ქვეყნებზე კი 28 პროცენტი მოდის.
 
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია.

2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 646 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2518 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წელს 30 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 2808 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (43 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1968 მლნ. აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). 2015 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წელს 11 პროცენტი).



22.May.2019 23:49
43

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
59

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
94

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
131

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
113

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
108

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More