Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნეს ასოციაციის ვიზიტი „არქი“-ში

BM.GE
23.06.23 13:07
65
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთ წევრ კომპანიას, ამჯერად ქართული დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია - არქის ესტუმრა. BAG-ი კომპანიის სათავო ოფისში მათ სამუშაო პროცესს გაეცნო და ამასთან, ასოციაციის წევრებმა არქის მიმდინარე მშენებარე პროექტებიც მოინახულეს. დეველოპერული კომპანია ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიათა რიგებში უკვე მრავალი წელია ირიცხება და როგორც არქის წარმომადგენლები ამბობენ, BAG-ი მათთვის ის სანდო პარტნიორია, რომელიც მუდმივად მათი ბიზნეს ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.