Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 333%-ით გაიზარდა - სად იყიდება?

BM.GE
21.04.23 16:27
130
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 412 მილიონი დოლარის ღირებულების 22 ათას 400 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 333%-ით მეტია. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 99.7 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა სომხეთი 87.3 მილიონი დოლარის რეექსპორტით, მესამეზე კი ყაზახეთი 87.2 მილიონის რეექსპორტით. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი 84 ათასი დოლარის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადის. რა ტენდენციებია საავტომობილო ბაზარზე?

სტუმარი: კახა ლომიძე - "კავკასიის ავტოიმპორტის" მარკეტინგის მენეჯერი.