Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ

BM.GE
06.06.23 15:37
62
სამხედრო ინდუსტრია და თავდაცვის შესაძლებლობები ქვეყნებისთვის ყოველთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სამხედრო შეიარაღება და თავდაცვისუნარიანობისთვის გაწეული დაფინანსება განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცია. ყოველდღიურად ასეულობით მილიონი ადამიანი ელის, დასავლური სახელმწიფოებისაგან უკრაინისათვის გადაცემული შეიარაღების, რუსული დანაკარგებისა თუ სამხედრო-ტექნოლოგიური შედარებების შესახებ ახალ ინფორმაციას. სტოკჰოლმს მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის ხარჯი დათვალა და გამოიკვლია, თუ რა წილი უკავია ამ ხარჯს, ამა თუ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.