Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გერმანიაში ახალი წლის ღამეს არაბული გარეგნობის პირების მიერ გაუპატიურების ფაქტებს აპროტესტებენ

568caf71dbf28
BM.GE
06.01.16 10:05
1274
ასობით ადამიანმა ახალი წლის ღამეს, გერმანიის ქალაქ კიოლნში მომხდარი თავდასხმები და გაუპატიურების ფაქტები გააპროტესტა. BBC-ის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ქალაქის პოლიციაში 100-მდე ქალბატონის საჩივარი შევიდა, რომლებსაც არაბული და აფრიკული წარმომავლობის ჯგუფები დაესხნენ თავს. თავდამსხმელების უმეტესობა ახალგაზრდა და ნასვამი იყო. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს გერმანიამ რეკორდული რაოდენობის მუსლიმი მიგრანტები მიიღო, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის ვის მიერ მოხდა ასობით თავდასხმა.

ქალბატონების მხრიდან მსგავს თავდასხმებზე საჩივარი შევიდა ჰამბურგშიც, თუმცა შედარებით ნაკლები რაოდენობით. დაზუსტებული ინფორმაციით, კიოლნში მინიმუმ ერთი ქალბატონი გააუპატიურეს. დაფიქსირდა გაუპატიურების მცდელობის რამოდენიმე ფაქტიც, აქედან ერთ-ერთი მოხალისე პოლიციელზე განხორციელდა. როგორც პოლიციამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა ყველა საჩივარში მუსლიმი წარმომავლობის პირები ფიქსირდებოდნენ.