Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გერმანიის ბაზრიდან Mars Inc.-ის შოკოლადს გაიწვევენ, საქართველოზე შეტყობინება ჯერ არ მოსულა

56cc77be59ebb
BM.GE
23.02.16 19:13
1068
შოკოლადის ფილების, Mars-ის და Snickers-ის ამერიკელი მწარმოებელი, პროდუქციაში პლასტმასის აღმოჩენის გამო, შოკოლადს გერმანიის ბაზრიდან გაიწვევს, წერს Reuters.
 
გაწვევას დაექვემდებარება შოკოლადები: Mars, Snickers, Milky Way Minis და Milky Way Miniatures და ასევე Celebrations, რომელთა ვარგისიანობის ვადა 2017 წლის 8 იანვარს იწურება.

რაც შეეხება საქართველოს ბაზრის დაცვის თემას, როგორც საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შესაბამისი რეაგირებისთვის სააგენტო ჯანმრთელობის და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემიდან (RASFF) იღებს შეტყობინებას, რაც ამ დრომდე არ ყოფილა.