Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გერმანიის ფინანსთა მინისტრი Volkswagen-ს პრემიების გაცემის გამო აკრიტიკებს

572758d9956f3
BM.GE
02.05.16 17:38
1077
გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შაიბლემ Volkswagen-ის სათათბირო ტოპ-მენეჯმენტისთვის გადახდილი ბონუსების გამო გააკრიტიკა.
 
"ვერ ვიქნები კეთილგანწყობილი იმ მენეჯერებისადმი რომელთაც კომპანია მძიმე კრიზისამდე მიჰყავთ და შემდეგ საკუთარ ბონუსებს საჯარო დებატებისას იცავენ" - განაცხადა შოიბლემ გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-თან საუბარში.

"ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც არ მუშაობს" - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, დიზელის სკანდალით ცნობილი მოვლენების გამო თანამდებობიდან წასულმა Volkswagen-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მარტინ ბინტერკორნმა შესაძლოა ბონუსი მიიღოს. სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წარმომადგენელი ხანს-დირეტ პეტში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც კომპენსაცია იქნება უფრო მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დატოვების გამო.

ერთი წლით ადრე, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რომელთა რაოდენობაც ცხრას შეადგენს 70 მილიონი ევრო მიიღეს.