Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გერმანული კომპანიები საქართველოში 3 პროექტის განხორციელებას გეგმავენ

5705fa95c0bc5
ელენე გოგბერაშვილი
07.04.16 10:08
1829
"გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში" "ბიზნესკონტაქტთან" საქართველოში გერმანული ინვესტიციით სამი ახალი პროექტის დაწყებას აანონსებს. გაერთიანების პროექტების უფროსი მენეჯერის ინფორმაციით, გერმანელი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოს მიმართ თანდათან უფრო იზრდება.
 
"ჩვენი მიზანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი გერმანული კომპანია ჩამოვიყვანოთ და დავეხმაროთ მათ ბიზნესპარტნიორების მოძიებაში. ყოველ თვე დაახლოებით 20-მდე განაცხადი შემოდის, თუნდაც კითხვის დონზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ჩვენთან. ამ ეტაპზე 3 პროექტზე ვმუშაობთ. დაინტერესებაა თხილის სფეროში. ორი გერმანული კომპანია შემოდის ასევე მომსახურების სფეროში. ვეძებთ მომსახურე პერსონალს, თუმცა პრობლემაა, რადგან ვერ ვაწოდებთ ისეთ კადრს, რომელიც მათ სჭირდებათ", - აცხადებს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების პროექტების უფროსი მენეჯერი საქართველოში ზაირა სოლოევა.

გაერთიანება ამ ეტაპზე ვერც კომპანიებს და ვერც ინვესტიციის მოცულობას ასახელებს, თუმცა მათი თქმით, გერმანელი ინვესტორები ბაზარზე მალე გამოჩნდებიან.

ზაირა სოლოევას თქმით, გერმანელების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება არსებობს სამშენებლო სფეროში, აგრარულ სექტორში და ლოჯისტიკის მიმართულებით. "საქართველო გერმანელი ინვესტორებისთვის არის მშვიდობიანი ქვეყანა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს მეზობლებთან; ამიტომაც რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის საქართველოზე", - აცხადებს ზაირა სოლოევა.