Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გია გაჩეჩილაძე: მე ვერ დავუშვებდი ტელევიზიის გაკოტრებას

56b09fb7cacfb
BM.GE
02.02.16 16:18
1123
ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ახალ ფორმატზე გადასვლაზე საუბრობს. როგორც გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა, ახალ ფორმატზე გადასვლამდე არხზე დღევანდელი სიტუაცია დარჩება. 
 
""მაესტრო" ვალდებულებებს არ გაექცევა, ამ ეტაპზე აუდიტია შესული. წარმატებული რაღაც თუ გავაკეთეთ, ტელევიზიას ფულიც ექნება და რეიტინგიც, შესაბამისად იმ ვალდებულებებსაც გაისტუმრებს რაც ნამდვილად აქვს. მე ვერ დავუშვებდი ტელევიზიის გაკოტრებას. მე მგონი გადარჩენა ჯობია გაკოტრებას.

არხის განვითარების ძალიან მაგარი გეგმები მაქვს, დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. ახალი ფორმატი მაქვს მოფიქრებული, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. საინტერესო რომ არ ყოფილიყო არც არავინ დამაფინანსებდა და არ მომცემდა ფულს. სატელევიზიო სივრცე საქართველოში ცოტა მოძველდა და მას რაღაც ახალი სჭირდება. მე პირადად, პოზიტიურად ვარ განწყობილი, არავის იქიდან გაშვებას არ ვაპირებ. დღევანდელი სიტუაცია დარჩება ახალ ფორმატზე გადასვლამდე", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

"სტუდია მაესტროს" წილების 55 %-ს გია გაჩეჩილაძე ფლობს. რაც შეეხება სხვა მეწილეებს, აქტივების 15 %-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5 %-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25 %-ის კი - მაკა ასათიანია.